საქართველოს მშვიდობის კურსმა, რაციონალურმა პოლიტიკამ, არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური გადარჩენა შეძლო, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ღირებულებაც გაზარდა

საქართველოს მშვიდობის კურსმა, რაციონალურმა პოლიტიკამ, არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური გადარჩენა შეძლო, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ღირებულებაც გაზარდა
“მიმდინარე საერთაშორისო პროცესებმა ცალსახად დაგვანახა, საქართველოს სწორი საგარეო კურსის უალტერნატივობა. ტრამპმა თავისი ახალი სტრატეგიით (დოქტრინა) ბრიუსელი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენა, ევრო-ბიუროკრატია ან საკუთარი ხალხების ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ გაჯანსაღებას დაიწყებს, ან არა და ჩაიძირება შეუქცევად პრობლემებში,სადაც კალასების, ფონდერლაიენების, მაკრონებისა და ურეიტინგო პერსონების პოლიტიკური განსასვენებელი გახდება”- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ქადაგიძე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რა განსხვავებაა, “ბრიუსელს აყოლილ უბედურ უკრაინასა და სუვერენულ საქართველოს შორის!”
მისივე თქმით, საქართველო ყველა მიმართულებისთვის მზადაა, როგორც ევროპა-აზიის უსაფრთხო გზაჯვარედინი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარანტი, სტრატეგიული შუა დერეფნისა და მშვიდობის პოლიტიკის გამტარი.
“წლებია ხმამაღლა ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება უაპელაციოდ ვენდოთ ბრიუსელს, ავყვეთ ნეო-ლიბერალურ სიგიჟეებში, სანქციებით დავაზარალოთ ეკონომიკა, გავხდეთ მხარე რუსეთ-უკრაინის ომში, ქვეყნის საგარეო კურსი დავუქვემდებაროთ გლობალურ კონიუნქტურას და საქართველოს საშინაო პოლიტიკა სოროსის სინდიკატის ექსკლუზივად ვაქციოთ. სად მიგვიყვანდა ეს გზა, ხვდებით? -მინიმუმ უკრაინის უბედურ მდგომარეობასთან, სადაც ახლა სახელმწიფოები ბჭობენ, ვის უფრო მეტი წილი შეხვდება დანგრეული ქვეყნისგან. პირობითად – უკრაინას ნახშირად აიღებენ თუ ხე-ტყედ?!
ერთი კვირის წინ აქ პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმაზე გვესაუბრებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სწავლა უფასო ხდება, პროფესორის ხელფასი ათი ათას ლარს გადააჭარბებს, უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციები შემოდის და დღეს ვიწყებთ განხილვას, 36 მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტი, სწორად როგორ გადანაწილდეს!
აი, რა განსხვავებაა, ბრიუსელს აყოლილ უბედურ უკრაინასა და სუვერენულ საქართველოს შორის! შტატების ახალი სტრატეგიითა და ცალკე, გეოპოლიტიკური გადალაგებით, მკაფიოდ გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობების გადაკვეთის წერტილები: საქართველო ყველა მიმართულებისთვის მზადაა, როგორც ევროპა-აზიის უსაფრთხო გზაჯვარედინი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარანტი, სტრატეგიული შუა დერეფნისა და მშვიდობის პოლიტიკის გამტარი. დიახ, საქართველოს მშვიდობის კურსმა, რაციონალურმა პოლიტიკამ, არამხოლოდ ჩვენი ფიზიკური გადარჩენა შეძლო, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ღირებულებაც გაზარდა”- აღნიშნა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში