საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი
ქართველები ხვდებიან, რომ ეგრეთწოდებული დასავლური NGO – ები ამერიკული „დიფ სთეითის“ ნაწილი არიან, მათ აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან დაკავშირებული სააგენტოები, მათი ინტერესთა სრული თანხვედრის ფონზე, იქნება ეს NED, IRI, NDI, ღია საზოგადოების ფონდი თუ სხვა, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა ევროპის მიერ NGO-ების დაფინანსებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ორგანიზაციები სახელმწიფო გადატრიალების ხელოვნებაში ათწლეულებია, იხვეწებიან.
„როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამას აპროტესტებს და აცხადებს რომ არ სურს ვაშინგტონისა და ლონდონის დაკრულზე ცეკვა, ამერიკული, ბრიტანული და მათი მოკავშირე დაზვერვის სამსახურების კარნახით ქმედება – იწყება საუბარი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. გაეროს ქარტიის თანახმად, სახელმწიფოებს სხვათა შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ! ევროპარლამენტარები თბილისში, რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციაზე არ უნდა იდგნენ, ამერიკელი სენატორები კი მაიდანზე არ უნდა ერეკებოდნენ აქციის მონაწილეებს, არავის მოეწონებოდა ვაშინგტონში ჩინელი პოლიტიკოსების გამოჩენა და მათ მიერ კაპიტოლიუმზე შეტევის წახალისება!
ეს მარტივია, -მ უნდა შეწყვიტოს საქართველოში მედიის, პოლიტიკოსების დაფინანსება, NGO არ არის NGO, როდესაც ის ამერიკული, ბრიტანული ან ბრიუსელის „დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებს. საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს. ჩემი აზრით, გამოსავალია სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების ერთიანობა, მათ შორის თანამშრომლობის მაღალი ხარისხით, საერთო მცდელობით შემცირდეს უცხო სახელმწიფოთა გავლენები რეგიონში.
ეს ძალიან ბრძნული იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ რთულია რეალობაში ამის გატარება. ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებია, , ირანი, თურქეთი, . ვისურვებდი, მენახა სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც მოქმედებს ერთიანი, გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის მიხედვით. სამხრეთ კავკასია არ უნდა იყოს ვინმეს საკბილე, არ უნდა იყოს იძულებული, აირჩიოს ერთი ან მეორე ბანაკი, არც ნატო და არც ევროკავშირი.
სამხრეთ კავკასია უნდა მოქმედებდეს რეგიონში ათასობით წლის განმავლობაში მცხოვრები ხალხების ინტერესებით, მეზობლებთან მშვიდობიანი და კარგი ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების პირობებში, გეოპოლიტიკური თამაშების მიღმა, ეს შეიძლება იდეალისტურია, მაგრამ სწორედ ამ სტრატეგიას გირჩევთ“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება