საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული დასაქმების წესით ვეღარ ისარგებლებენ

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ახალ კანონპროექტში საქართველო ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც პოლონეთში გამარტივებული დასაქმების წესი ეხებათ.
სამინისტროს განცხადებით, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაა.
“სხვა მიზეზებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილება გამოწვეულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე მიმდინარე სამუშაოების, 2024 წელთან შედარებით გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური მუშაობის ნებართვების რაოდენობის კლების გამო,” — აღნიშნავს უწყება.
სამინისტროს ცნობით, მცირე დროითაც კი საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად მუშაობის ნებართვის აღება იქნება საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება