„საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია“ – ISET

საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეში ცხოვრობს, – ამის შესახებ ISET-ის „საქართველოს მუნიციპალიტეტების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ინდექსში“ წერია.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ცხოვრობს თბილისში და მშპ-ს 50%-ს ქმნის.
„დედაქალაქისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მცირდება მოსახლეობა. ამასთან, რეგიონები განიცდიან სიღარიბეს, უმუშევრობასა და სუსტ ეკონომიკურ განვითარებას.
მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია, 55% კი დღეში 6.85 დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საკვანძოა, სიღარიბისა და სიცოცხლისუნარიანობის არაეკონომიკური მიმართულება კეთილდღეობის კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსში ლიდერობს თბილისი, მას კი მოსდევს , ყაზბეგი, და რუსთავი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს ლენტეხი, ცაგერი, მარნეული, მარტვილი და ხულო.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”