საქართველოს მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით:
აშენდა 13 საბავშვო ბაღი, განხორციელდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის 40 პროექტი, მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა და 2 ბაღის რეაბილიტაცია;
აშენდა 3 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 60 პროექტი, მიმდინარეობს 6 სკოლის რეაბილიტაცია;
განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 520 პროექტი, დაიგო 630,135 კილომეტრი გზა. ამჟამად მიმდინარეობს 25 პროექტი – 40,6 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;
აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 66 ხიდი, ხიდ-ბოგირი. მიმდინარეობს 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 368 პროექტი, მიმდინარეობს 7პროექტი;
გაზიფიცირდა 42 დასახლებული პუნქტი;
მოეწყო და რეაბილიტირდა 55 სკვერი. ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 105 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამჟამად მიმდინარეობს 12 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა/რეაბილიტაცია;
განხორციელდა ნაპირსამაგრის მოწყობის 143 პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს 14 პროექტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ინვესტიცია სპორტში არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით