„საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს, მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს, მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება“ – ს საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირისთვის მიცემულ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე.
მისივე თქმით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გზის სიმბოლოა და ეს გზა არა ევროკავშირისკენ, არამედ მისგან შორსაა.
„დღევანდელი შეხვედრები ძალიან სასარგებლო იყო იმისთვის, რომ რეალურად გაგვეგო მთავრობის, უმრავლესობისა და ოპოზიციონერი პარლამენტარების აზრები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ძალიან თვალის ამხელი იყო.
ჩვენი მესიჯი ძალიან-ძალიან ნათელი იყო: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირისკენ იმოძრაოს, ისინი ნამდვილად იზიარებენ და მისდევენ ამ ღირებულებებს, მაგრამ არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი – ევროკავშირისკენ ან ს გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.
ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო ბევრი გადაწყვეტილება ბევრ სფეროში – ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, რეკომენდაციების 9 ნაბიჯზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა უნდა გაყვეს და საქართველოს მთავრობამ დადო ასეთი დაპირებები.
მაგრამ რეალურად საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაჰყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება. ეს კანონი, რომელზედაც ვსაუბრობთ, ეს სიმბოლოსავით არის, ეს გზის სიმბოლოა, ეს გზა ევროკავშირისკენ არ არის, ეს ევროკავშირისგან შორს მდგარი გზაა.
და ნათელი უნდა იყოს, რომ მესიჯი, რომელიც უკან ევროკავშირში ჩაგვაქვს, ძალიან პირდაპირია – რომ ეს სწორი მიმართულება არ არის და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა, არა ქართველ ხალხზე”, – განაცხადა ცაჰკნამ.
ipn.ge