საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, კანონი გააუქმოს – 36 ქვეყნის განცხადება

ჟენევაში ლიტვის მუდმივი მისია 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ორკესტრირებული ძალადობის კამპანია შეწყვიტოს და რუსული კანონი გაიწვიოს, რადგან ის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.
განცხადებას ადამიანის უფლებების საბჭოს (HRC) 56-ე რეგულარულ ყრილობაზე წარადგენენ.
ჩვენ ვიზიარებთ უმაღლესი კომისარის მიერ გამოხატულ შეშფოთებას მის გამოსვლაში, რომელიც საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებს, კერძოდ კი ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” მიღებას, ეხებოდა. ეს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
კანონი მედია მაუწყებლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის გაყინვას ისახავს მიზნად, რათა ისინი გააჩუმოს.
ეს კანონი მიიღეს მოსახლეობის დიდი ნაწილის შეშფოთების გათვალისწინების გარეშე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთგზის მოწოდების, მათ შორის ვენეციის კომისიის დეტალიზებული სამართლებრივი არგუმენტების, მიუხედავად, რომ კანონის წინ წაწევისგან თავი შეეკავებინათ.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი გააუქმოს, კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების კამპანია შეწყვიტოს და გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაიცვას.
სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულებას, ჭეშმარიტ გამჭვირვალობასა და მავნე გავლენისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს, მიიღოს შესაბამისი ზომები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა და სხვათა წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ალბანეთი
· ავსტრია
· ბელგია
· ბულგარეთი
· კანადა
· ხორვატია
· კვიპროსი
· ჩეხეთის რესპუბლიკა
·
·
· ფინეთი
· საფრანგეთი
· გერმანია
· საბერძნეთი
· ისლანდია
· ირლანდია
· იტალია
· ლატვია
· ლიხტენშტეინი
· ლიტვა
· ლუქსემბურგი
· მალტა
· მონაკო
· მონტენეგრო
· ნიდერლანდები
· ნორვეგია
· პოლონეთი
· პორტუგალია
· რუმინეთი
· სლოვენია
· ესპანეთი
· შვედეთი
· შვეიცარია
·
· გაერთიანებული სამეფო
·