საქართველოს მთავრობამ ახალი უნდა განიხილოს – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, კასპარ ველდკამპის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ახალი ს ჩატარება უნდა განიხილოს.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ და არჩევნების დროს ბევრი დარღვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამიტომ, ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დღეს, 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“