საქართველოს მეტი სურს! – იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა…

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზერკირხენში, “ფელტინს” არენაზე, ოთხშაბათს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
პორტუგალიას შეუძლია, გერმანიასა და ეაპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ “სიგნალ იდუნა პარკზე” მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამაარცხდა. გულშემთკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.
ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის
საწტისი ორი გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო – 2012 წელს.
ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გეკზერკირკენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.
“მილანის” ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ, სიმულაციის გამო, ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მოს ადგილას მარცხენა ფლანგზე “ვულვზელ” პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითანაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა “შვიდიანების”, კრიშტიანოსა და “კვარას” დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც
ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ (“პორტუ”) დაიკავოს. მიუხესავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.
კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.
სანიოლოს გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატოვების მთლიანად დათმობა სახიფათოა.
გამარჯვება, საქართველო!
კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით…

სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი – გველესიანი, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია – ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, ზივზივაძე;
პორტუგალია (4-5-1): კოსტა – სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ – ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი – რონალდო
მსაჯი: შარერი (შვეიცარია)
ღვთისავარ ანთაძე – ვუპერტალი – გელზერკირხენი
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.