„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“, რომელიც ევროპული ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეებს, ასევე ევროპარლამენტარებს, აერთიანებს, საქართველოს თაობაზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც
· „ღრმა მწუხარებით“ აღნიშნავს საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიის უკუსვლას;
· გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის სისტემური დარღვევებისა და ინციდენტების გამო;
· ითხოვს დარღვევების გამჭვირვალედ და დამოუკიდებელი და საერთაშორისო ორგანოს მიერ გამოძიებას;
· ასევე, ხმისმიცემის პროტოკოლების გასაჯაროებას და ევროკავშირთან შეუთავსებადი კანონმდებლობის გაუქმებას.
წერილის მეორე ნაწილში ავტორები ითხოვენ სა და საქართველოს პოლიტიკური ლიდერების სანქცირებას და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დახმარების შეჩერებას, თუმცა ამავე დახმარების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.
გარდა ამისა, წერილში ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, თუმცა ერთი დათქმით:
„ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მათ შორის მის სრულ შეჩერებას, თუ ზემოთ მოყვანილი [მოთხოვნები] არ შესრულდა“.
წერილს ხელს 30-მდე პოლიტიკოსი აწერს.