საქართველოს კურორტებზე დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები

2025 წლის საქართველოს რეგიონული თასის ეტაპები სლალომსა და გიგანტურ სლალომში დასრულდა. დიდი თასის მფლობელები გახდნენ: გოგონათა შორის-
კატო ცირეკიძე, ვაჟთა შორის – ალექსანდრე ნასყიდაშვილი (2011-2012 წწ.), 2009- 2010 წწ. ასაკობრივ კატეგორიაში: ნინო გეორქოვი და ნიკოლოზ ლებანიძე, 2008 წ. და უფროს ასაკს სპორტსმენებში საუკეთესოები იყვნენ: ნატა მეხეშიძე და ირაკლი ხერგიანი.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდების წევრებმა მაღალრეიტინგული ქულები დააგროვეს, რაც საშუალებას აძლევთ მოთხილამურეებს 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A
(„ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. კომპანია, როგორც ფედერაციის გენერალური სპონსორი, დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.
მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე საქართველოს თასის გათამაშების ჩატარებას უკვე მეორე წელია ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობებიც. ყველა რეგიონულ ეტაპზე, თასების ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები.
5-6 აპრილს, გუდაურში, საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენილი საუკეთესო მოთხილამურეები, საქართველოს ნაკრების წევრები გახდებიან.
R