საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – ევროპარლამენტარები ბორელს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს 31 ევროპარლამენტარი წერილს წერს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას აკრიტიკებენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვას ითხოვენ.
საქართველოს ხელისუფლების გაგრძელებულმა არადემოკრატიულმა ქცევამ, კერძოდ მისმა აგრესიულობამ უცხოეთის აგენტებზე “რუსული სტილის” კანონის გატანაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების ჩახშობამ და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ, ხაზი გადაკვეთა.
ამგვარმა ქცევამ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც იმ ცხრა ნაბიჯს ეწინააღმდეგება, რომელთა ერთგულებაც საქართველოს მთავრობამ დაისახა, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და აღარ შეიძლება, რომ EU-ს მხრიდან უყურადღებოდ დარჩეს.
მოგიწოდებთ, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავოთ და მიიღოთ შემდეგი ზომები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას თვალნათელ ნიშანს გაუგზავნის.
პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ქცევა EU-ს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
მეორე, EU-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს.
მესამე, კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯის შესრულებაში საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება დაყოვნების გარეშე უნდა გაკეთდეს. ეს ნაბიჯი შესული იყო საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობის შესახებ ევროპარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში.
უკანასკნელ წლებში ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით ქართველი ხალხისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი მისწრაფებების მხარდასაჭერად. კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყნისთვის ერთია და დაცული უნდა იყოს
წერილს ხელს აწერენ:
· პეტრას აუსტრევიჩუსი,
· ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი,
· გაი ვერჰოფსტადტი,
· რიჰო ტერასი,
· თეის რიუტენი,
· ოლივიე შასტელი,
· ანდრიუს კუბილიუსი,
· კარენ მელქიორი,
· ტრაიან ბესესკუ,
· ბენუა ლუტგენი,
· ბერნარ გეტა,
· მირიამ ლექსმანი,
· რასა იუკნევიჩენე,
· ვლადიმირ ბილჩიკი,
· მიხელა შოიდროვა,
· ანა მიგელ დოს სანტოსი,
· ფრედერიკ რიესი,
· მიხაელ გალერი,
· ევგენ ტომაკი,
· კარინ კარლსბრო,
· ნილს გოიკინგი,
· ტინეკე სტრიკი,
· კიმ ვან სპარენტაკი,
· საბინ ვერჰეიენი,
· აუშრა სეიბუტიტე,
· იზაბელ სანტოსი,
· დანიელ ფროინდი,
· ანდრეი კოვაჩევი,
· რიკარდო მორგადო,
· სანდრა კალნიეტე,
· იან-ქრისტოფ ოეტიენი