ლატვიის დედაქალაქი რიგა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს საქართველოს კალათბურთის ნაკრები. პირველი შეხვედრა ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელ ლატვიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:83 დათმო.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 24:45 დათმო. შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით – 83:55 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე A ჯგუფში ასპარეზობს და მომავალ შეხვედრას ფილიპინებთან 4 ივლისს გამართავს. რიგაში ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას ექვსი ნაკრები შეეცდება. ლატვიის გარდა ასევე ექვსგუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო-რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჯგუფურ ეტაპზე გამართული ორი მატჩიდან თუნდაც ერთის მოგების შემთხვევაში ითამაშებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/01000000-0a00-0242-9f93-08dc9148a342_w1200_r1-05rV5K-300x169.jpeg)