საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია – სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენი და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ფხაკაძე წერს, რომ საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია და მე ყოველთვის მტკიცედ მჯეროდა და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით შეასრულებს ამ ფასდაუდებელ და ყველაზე სტრატეგიულ მისიას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს”, – დაწერა ბიზნესმენმა.