საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება – გიტანას ნაუსედა

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს გულს დასწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დასწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დასწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს”, – განაცხადა ნაუსედამ.

ასევე დაგაინტერესებთ