საქართველოს თუ ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება სურს, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს -კარპენტერი

“საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ თუ ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება სურს, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს”, – ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი აცხადებს.
“ჩვენ შევაჩერეთ წვრთნები, რომელიც წელს იყო დაგეგმილი. ევროკავშირი ანალოგიურად მოიქცა. რეალობა ის არის, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომელზეც საქართველო დადგა ბოლო 6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, იზღუდება ფუნდამენტური თავისუფლებები. ჩვენ ძლიერ გვაღელვებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხი, მაგრამ საქართველოს ისიც უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს, არ უნდა შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება. არ შეიძლება საჯარო სივრცის დახურვა, შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ გადავხედავთ ჩვენ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ახლა ვწყვეტთ სამხედრო ჩართულობას. რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, როგორიც იყო ღირსეული პარტნიორის წვრთნები საქართველოსთან”, – განაცხადა კარპენტერმა.