საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ ვილსონი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პროგრამას – „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას, რომელიც თბილისში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 30-წლიანი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე უმასპინძლა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ; შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ამერიკული მხარე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსაც ესტუმრა.
დღესვე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირის დაჯილდოებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები