საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს