საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ქართუსგან“ 30 მლნ ლარი უნდა მიიღოს

ფონდმა „ქართუმ“ მიმდინარე წლის 23 აპრილს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფონდი 30 მილიონ ლარს გადასცემს.
ამას გარდა, ფონდის ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.
„საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვე-ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.
გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე – გიორგი მიქაუტაძემ.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.