საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება გულშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე იზეიმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს გამარჯვება.
რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი და თბილისის მერი , ასევე „ქართული ოცნების“ წევრები.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.