21-23 ნოემბერს, სასტუმრო „ოლიმპში“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით სპორტული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ოლიმპიური მედია – სემინარი.
სემინარი გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.
ლერი ხაბელოვი: „ჩვენი სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია სპორტული მედიის როლი. სპორტის გულშემატკივრები სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით ღებულობენ ოპერატიულ იფორმაციას ქართველ სპორტსმენთა წარმატებებზე, ისინი ქმნიან ჩვენი სპორტის მატიანეს, ხელს უწყობენ სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მოტივაციას, წარმართავენ დისკუსიას აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია, რომ მხარში ამოუდგეს სპორტული მედიის წარმომადგენლებს, ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ოლიმპიური მედია-სემინარიც, რომელსაც, როგორც ადრე, ამჯერადაც ბორჯომი მასპინძლობს.
“სემინარზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, განხილული იქნა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი საკითხები.
სემინარის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს: სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა და გინესის რეკორდსმენმა ნინო სალუქვაძემ, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ, ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ფსიქოლოგმა დავით ნანობაშვილმა. ასევე გაიმართა დისკუსია სპორტული ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებზე.
მოეწყო ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური სამსახსოვრო საჩუქრები ოლიმპიური კომიტეტისგან.
სემინარის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.
GEONOC.ORG.GE
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი



