საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამმუშავებელი მრეწველობის დარგებს უჭირავს – რეიტინგი

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 91.9 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ – 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წელს პირველ ადგილზე 29.1%-იანი ზრდის ტემპით იყო განათლების სექტორი, რომლის წვლილმაც მშპ-ში 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. მეორე პოზიციას 24.3%-იანი ზრდის ტემპით იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი, რომელიც მათ შორის IT სექტორსაც მოიცავს. მესამე ადგილზე კი 17.9%-იანი ზრდის ტემპით არის სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა.