საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში
საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით. ის, რაც უკვე შეჩერებული იყო, ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ შეჩერდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ს წერილით დასტურდება, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე რადიკალური აქციები სრულად დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ მან 11 ნოემბერს ევროკავშირის ელჩს საჯარო შეკითხვით მიმართა, თუ რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, რაზეც, მეექვსე დღეა, პასუხი არ მიუღია.
“11 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე საჯარო შეკითხვით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეს. 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისათვის გაგზავნილი ს წერილით დასტურდება ის, რასაც ჩვენ უკვე ერთი წელია ვამბობთ. საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით. ის, რაც უკვე შეჩერებული იყო, ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ შეჩერდებოდა. შესაბამისად, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე რადიკალური აქციები სრულად დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. სამწუხაროა, რომ მეექვსე დღეა ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა

ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა – კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება