საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებების აღიარების თემას და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.
“საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი ს ჩატარების დათქმა საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია