საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის მიერ არის დაფინანსებული, „პროფესიული პედაგოგიკა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლებისათვის“ პროგრამის პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ ნაკადში პროექტის პარტნიორი კოლეჯებისა და ჰესების 14 წარმომადგენელი გადამზადდა, რომლებიც ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მოამზადებენ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს საქართველოს 8 რეგიონში.
„ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა პროფესიულ განათლებაში სწავლების სხვადასხვა ფორმებზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე ყურადღება გამახვილდა, სასწავლო პროცესში სტუდენტთა მრავალფეროვნებასა და მასწავლებლის როლზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.
ტრენინგის მსვლელობისას საუბარი შეეხო სწავლებისა და შეფასების მეთოდების შერჩევას სწავლის შედეგის შესაბამისად, ასევე სასწავლო რესურსების სახეობებსა და მათი შესაბამისობის დადგენას სწავლის შედეგთან და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლის მიერ უსაფრთხო გარემოს მოწყობის მექანიზმებს.
შედეგად, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგს უძღვებოდა მაგდებურგის უნივერსიტეტის მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში, ნინო ელბაქიძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც BAG აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პირველი ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას, რაც ვფიქრობთ, ენერგეტიკის სექტორში პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით, ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, 8-10 ივლისს, ტრენერთა ტრენინგს პროექტში მონაწილე პროფესიონალთა მეორე ნაკადი გაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ