საქართველოს ბანკმა რუს კლიენტებს ძვირადღირებული გადახდები შეუზღუდა

„საქართველოს ბანკმა“ რუს კლიენტებს ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები შეუზღუდა.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად რუსულმა მედიასაშუალება РБК-მა გაავრცელა, „ნეტგაზეთს“ საქართველოს ბანკში დაუდასტურეს.
იცავდა და იცავს -ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს”, — აცხადებენ საქართველოს ბანკში, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
РБК კი წერს, რომ შეზღუდვები 21 მაისიდან, რუსეთში მცხოვრები კლიენტებისთვის ამოქმედდება.
გამოცემა გაეცნო შესაბამისი კლიენტის საინფორმაციო ბიულეტენის ტექსტს და მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთ მაღალი კლასის უცხოურ საცალო ვაჭრობის ობიექტში, „საქართველოს ბანკის“ ბარათებით 300 ევროზე/აშშ დოლარზე/ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხის „გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება“. შეზღუდვები დაწესებულია საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ ოდენობის ფუფუნების პროდუქციის მიწოდებას. საქართველოს ბანკი კლიენტებს სთხოვს, დაუკავშირდნენ რეზიდენტობის შეცვლის შემთხვევაში.
გამოცემის ცნობით, გადახდის სისტემები ხედავენ, რომელ მაღაზიაში განახორციელა ადამიანმა ტრანზაქცია გამყიდველის MCC კოდის მიხედვით. ეს იდენტიფიკატორები იდენტურია მთელი მსოფლიოს კომპანიებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის ბარათის შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მომხმარებელი ცდილობს გადახდას Visa ან Mastercard-ის საშუალებით. 2022 წლის მარტში ევროკავშირმა რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების მიწოდება აკრძალა. ასეთი საქონლის რუსეთში ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის ან „რუსეთში გამოსაყენებლად“ მიყიდვა აკრძალულია.
РБК წერს, რომ ადრე რუსებს რომის, ნიცის ან დუბაის ბუტიკებში ფუფუნების ნივთების შეძენის პრობლემა ექმნებოდათ, თუმცა ეს შემთხვევები ეპიზოდური იყო. RBC-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს არ აქვთ ინფორმაცია სხვა შემთხვევების შესახებ, როდესაც რომელიმე სხვა ბანკმა დაიწყო რუსების მიერ ფუფუნების მაღაზიებში განხორციელებული გადახდების კონტროლი. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, ეს ტენდენციად იქცევა ს მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის.