“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

„საქართველოს ბანკის“ კამპანია „საქართველოს ხმა“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის Audio & Radio-ს კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.
აღნიშნულ კატეგორიაში 704 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან 68 შორთლისტში დასახელდა. მათ შორისაა „საქართველოს ხმა“. კანის ლომების გამარჯვებულები საფრანგეთში, კანში მიმდინარე ფესტივალზე 20 ივნისს გამოვლინდებიან.
„კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. „საქართველოს ხმა“ კამპანიაა, რომელიც 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად წარმოქმნილი ემოციების გამოძახილია. აღნიშნული ინიციატივა და მისი წარმატება კი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ – ჩვენი მიზანი ხომ ქვეყნის და საზოგადოების გულისცემაზე ხელის ჭერაა, რათა შევქმნათ ადამიანებისთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა – „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა