საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet – ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 – ში აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს. „საქართველოს ბანკი წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ – სთან ერთად თბილისში მორიგი მაშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet – ის ახალ სასტუმროს Greet by Accor – ის მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet – ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას.“ – განაცხადა ს კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე