„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს აგრომეწარმეობის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკმა“ აგრობიზნესის მხარდაჭერის მიზნით, უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ მეურნეობის განვითარება.
ბიზნესკურსი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გუნდთან ერთად მოამზადა და 10 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს. კურსზე განხილული იქნება შემდეგი თემები: საქართველოს აგროსექტორის მიმოხილვა; სასურსათო უსაფრთხოების არსი; აგროწარმოება; დამატებული ღირებულების წარმომქმნელი ბიზნეს მოდელები; შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა; ბაზრების დივერსიფიცირება და DCFTA; რატომ უნდა გახდე ფერმერი; თანამედროვე სოფლის მეურნეობა.
აღსანიშნავია, რომ კურსი ხელმისაწვდომია ვიდეოგაკვეთილების ფორმატში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
„ბიზნესკურსი „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბიზნესების გაძლიერებისთვის, თანამედროვე გამოწვევებზე გამკლავებისა და მათთვის ცოდნის გაზიარებისთვის შეიქმნა. დღეს ბიზნესკურსის პლატფორმა 47 კურსს აერთიანებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რეგულარულად ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს და მას უფასო ონლაინ პლატფორმაზე ვათავსებთ. მათ შორისაა კურსები მარკეტინგზე, გაყიდვებზე, ტექნოლოგიებზე და სხვა, ამჯერად კი მათ რიცხვს აგრომეწარმეობის კურსი შეემატა. „საქართველოს ბანკისთვის“ აგრომეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებლებს ამ თემაზე უფასო კურსი შევთავაზოთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივას გავაცნობთ სექტორს, მათ შორის აგრო ბიზნესში ჩართულ პირებს“, – ამბობს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს. აგრო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებზე კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ