“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

ცნობილმა სპორტულმა საიტმა Goal.com-მა ის ვარსკვლავები დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. ვიქტორ ოსიმენთან, დომინიკ სობოსლაისთან, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან, ბრაიან ბიუმოსთან, დუშან ვლაჰოვიჩთან, ალექსის სანჩესთან, ბენჟამინ სესკოსთან და კეილორ ნავასთან ერთად ც მოხვდა.
გამოცემა შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის გამოსვლას ეხმაურება და საქართველოს ნაკრების შესახებ წერს:
“საქართველო ევრო 2024-ზე ერთ-ერთი სენსაციური გუნდი, კი მათი მერვედფინალში გასვლის მამოძრავებელი ძალა იყო, თავისი თავბრუდამხვევი სირბილითა და დაუღალავი შრომით. თუმცა, “პარი სენ-ჟერმენის” ვინგერი მომავალ ზაფხულს ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვერ ითამაშებს.
კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ბულგარეთთან 3:0 მოგებულ მატჩში, მაგრამ საქართველომ დარჩენილი ხუთი თამაშიდან ყველა წააგო და E ჯგუფში ესპანეთისა და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იძულებული იქნება, თავიდან მოიფიქროს ახალი მიდგომა, რათა თავდაჯერებულობა დაკარგული გუნდი კვლავ ფორმაში მოიყვანოს. მით უფრო, რომ ამ შემადგენლობაში უბრალოდ არ არის ფეხბურთელი, რომელიც მიუახლოვდება კვარაცხელიას დონეს”, – წერს გამოცემა.
“საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო” – ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
“მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ” – დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
“საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება” – რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია – როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს