საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა.
მათი ცნობით, ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მისი თავმჯდომარეობის 8 წელი შეაჯამა და ადვოკატებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კრებაზე ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა კი ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს.
კრებაზე დავით ასათიანმა ხაზი იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომელმაც მათი შეფასებით, ასოციაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა როგორც ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით, ისე ასოციაციის, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.
„ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ქართულმა ადვოკატურამ შეძლო თანამედროვე კვალიფიციურ და დამოუკიდებელ თვითმმართველობად ჩამოყალიბება. მოხარული ვარ, რომ დღეს ადვოკატებს თავისუფალ გარემოში შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული მოვალეობები და ყველანაირი შიშისა და დაბრკოლების გარეშე დაიცვან თავიანთი კლიენტები და ადამიანის უფლებები“,- განაცხადა დავით ასათიანმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დავით ასათიანის 8-წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა და აშენდა ასოციაციის ახალი ოფისი „ადვოკატთა სახლი“;
„დავით ასათიანის 8 წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა და აშენდა ასოციაციის ახალი ოფისი „ადვოკატთა სახლი“;
დაინერგა ახალ ელექტრონული სისტემები, როგორებიცაა: საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ციხის პორტალი;
ასოციაციაში დაარსდა პრო-ბონო ცენტრი; მართლმსაჯულების სხვა აქტორებთან ერთად, შემუშავდა ბენჩ-ბარის ფორმატი, სადაც ადვოკატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს საშუალება აქვთ განავითარონ ერთგვაროვანი პრაქტიკა;
შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად შევიდა არაერთი კანონპროექტი ადვოკატთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე;
საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც ადგილობრივ ისე -სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან;
დაინერგა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა, რომელიც გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით წარმატებით ფუნქციონირებს;
განმტკიცდა თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებთან; (CCBE; AEA-EAL; IBA; LAW ASIA; ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაცია NYSBA და სხვ.)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, კრებაზე ასოციაციის მმართველი ორგანოების სთვის, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, ასოციაციის წევრებმა ხმის დამთვლელი კომისიის წევრები, აირჩიეს. ადვოკატებთან კი მოხსენებით ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებიც წარდგნენ.
„არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისა თავმჯდომარეობის 6 კანდიდატია. არჩევნებზე ასოციაციის წევრები ახალ თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს აირჩევენ. საარჩევნო პროცესი სრულად გამჭვირვალედ და ელექტრონულად, ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ