საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა. რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ესწრებოდა. ღონისძიების მიზანი წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და მათი დაჯილდოება იყო.
2025 წლის კონკურსში წარმატებულ პრაქტიკად 14 პროექტი დასახელდა. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.
კონფერენციის ფარგლებში, ასოციაციის ადვოკატირებით, ხელი მოეწერა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, რომელსაც უკვე ხელმომწერ 32 თვითმმართველ ერთეულთან ერთად, კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი – ხარაგაული, ტყიბული, ახალციხე და ხელვაჩაური შეუერთდა.
დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა და ბავშვთა დაცვის პროგრამებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის