საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს იქნება ჩემთვის საამაყო

საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს იქნება ჩემთვის საამაყო
ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და ს სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ს განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, ვინაიდან, სამშობლო უპირველესია.
“საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება ჩემთვის საამაყო. ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება თუ იგივე კანონს მიიღებ, დაგასანქცირებო, [ჩვენი კანონი] უფრო სუსტია. მე მომზადება არ მჭირდება და არც არავის ვეკითხები, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, ნაბრძოლი ვარ; ნუ ისწავლიან ამერიკაში [ჩემი შვილები], სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ეგ თქვენ ხართ დაფეთებულები, ფულებს თუ არ მოგცემენ ენჯეოებიდან გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, ასე გავიზარდე და ჩემს შვილებსაც ასე გავზრდი.” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ

ასევე დაგაინტერესებთ