საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება – შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა ხელი უკვე მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე შეიქმნება ასევე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად სხდომებს და კონსულტაციებს გამართავენ.
პირველი საინაუგურაციო შეხვედრის გამართვა საქართველოში დაიგეგმა. შემდგომში შეხვედრები როტაციის პრინციპით, მონაცვლეობით გაიმართება. ილია დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს.
სამთავრობოთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა საუდის არაბეთში პრემიერის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ამჯერად არაბეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია