საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში – როგორ ჩაიარა “ევროპალია-საქართველოზე” “სუხიშვილების” კონცერტმა

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები “სუხიშვილებმა” ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში გაშალეს. ნაციონალური ბალეტის პირველი კონცერტი, “ევროპალიას” ფარგლებში, საქართველოსთვის ისტორიულ დღეს – ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაემთხვა.
კონცერტების პროგრამა შერეული იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული და კლასიკური ცეკვები თანამედროვე ილეთებით. საერთაშორისო კულტურული ფესტივალის ფარგლებში, “სუხიშვილებმა” ქართული ცეკვის ისტორია ევროპელ მაყურებელს კიდევ ერთხელ გააცნეს.
“სუხიშვილები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლზე დაარსების დღიდან დადის და მაყურებელს იმ ცეკვებს სთავაზობს, რომელიც უფროსმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დადგეს. ევროპულმა ტურნემ, ამჯერადაც, ანშლაგით ჩაიარა.
ფესტივალის ფარგლებში, “სუხიშვილებმა” სულ 16 ცეკვა წარმოადგინა – ძველი, ტრადიციული ქორეოგრაფიული ილეთებისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმით.
“სუხიშვილების” 78-წლიანი შემოქმედებითი ისტორია საერთაშორისო კულტურული ფესტივალის – “ევროპალიას” ფარგლებში, საერთაშორისო მაყურებელმა გაიცნო. ფესტივალი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაიწყო და 2024 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში