საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა
საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, როგორც კი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მიმართ მიდგომებს შეცვლიან, ურთიერთობები დალაგდება.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს. ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც ში მიმდინარე ომის შედეგად აწევს ევროკავშირს და ამ მხრივ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მავნე მოლოდინები საქართველოს მიმართ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. და მეორეს მხრივ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს, ს მფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მოიყვანოს მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში. აი, ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Next: რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება -ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწროსაზეიმო წირვას დაესწრო

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი