საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი აშენდება – პრემიერის ანგარიში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშშია საუბარი, რომელსაც ირაკლი 28 ივნისს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.
მხარეებს შორის შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მზად არის შიდა პროცედურებზე გასაგზავნად. დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის დამუშავება.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს, 2023 წელს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა ერთობლივი გამტარი პუნქტის – „იფექ–იოლუ“-„აბრეშუმის გზა“ ხელშეკრულების, თანმხლები პროცედურული პროტოკოლისა და კონცეპტუალური დიზაინის პროექტები. განისაზღვრა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმდა ერთობლივი სგპ-ის კოორდინატები.
ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის პროექტის განხორციელების მიზნით, შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მზად არის შიდა პროცედურებზე გასაგზავნად. მხარეებს შორის მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის დამუშავება. პროექტის ცალკეული კომპონენტების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან,“- აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.