საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებმა თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებმა თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს“, – წერია -ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვილაიათ ეივაზოვი შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კოახიძესაც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“.
-ს ცნობით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში გელა გელაძის მოწვევითაა. თვითმფრინავი, რომელშიც მისი დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოში დღეს, 21 ნოემბერს, დილით ჩამოფრინდა.
ფორუმი