საქართველომ Meta-ს გასული წლის 6 თვეში ანგარიშებზე ინფორმაცია 47-ჯერ სთხოვა

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში 149 ანგარიშის შესახებ მიმართა. Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.
საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ისა და Whatsapp-ის ანგარიშებზე. ჰოლდინგი ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას თითოეული განაცხადის დეტალური, სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე იღებს.
Meta-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი – 28.
ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.
რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე ხშირად საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი – 15 (40% დაკმაყოფილდა).
Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე მეტი მოთხოვნა -დან მიიღო, 74 ათასამდე (73 956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშებს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%.
ევროპის ქვეყნებიდან პერსონალურ ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20 741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ