საქართველომ წელს 443 ტონა სუნამო იყიდა – საიდან შემოდის პროდუქცია?

ქვეყანაში სუნამოების იმპორტი იზრდება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის 5 თვეში ქვეყანამ 17 მლნ დოლარის ღირებულების 443.30 ტონა სუნამოები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12.2 დოლარის ღირებულების 403.01 ტონა სუნამო.
ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების ღირებულება 41%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის კუთხით ზრდა 10%-ია.
ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოებს იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება, მეორე ადგილზე კი ესპანეთია. 5 თვეში ქვეყანაში სუნამოების იმპორტი სულ 36 ქვეყნიდან განხორციელდა.
-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოები იყიდა:
· საფრანგეთი – 5,534.99 ათასი დოლარი,
· ესპანეთი – 5,534.99 ათასი დოლარი,
· იტალია – 1,595.33 ათასი დოლარი,
· ბელგია – 1,308.69 ათასი დოლარი,
· თურქეთი – 1,080.89 ათასი დოლარი.