საქართველომ სომხეთის ნაკრები სტუმრად დაამარცხა 0:3

ს რესპუბლიკურ მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები. ორმატჩიან დუელში გადაწყდება, თუ ვინ დარჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში და ვინ გადაინაცვლებს C დივიზიონში.
ვილი სანიოლის გუნდმა ანგარიშით 0:3 იმარჯვა. ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. სულ რაღაც ოთხ წუთში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი კვლავ ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით დუბლი გაიფორმა გიორგი მიქაუტაძემ, რაც მისთვის ნაკრების შემადგენლობაში მე-18 გოლია.
ამ გოლით მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ ს ჩამორჩება (26).
ეს საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვებაა 10 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
საპასუხო შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“, 23 მარტს გაიმართება.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }