,,საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში, ჩვენ ყველას, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”- ელჩი დანიგანი

აშშ-ის საელჩო თბილისში, უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ყოველწლიურ 16-დღიან კამპანიას. ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას იასახავს მიზნად. გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაახლოებით ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში მაინც გამხდარა ინტიმური ან არაინტიმური პარტნიორის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. გენდერული ძალადობა წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.
ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. სწორედ ამიტომ -ის საელჩო უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ძალადობა-გამოვლილ ადამიანებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სამართალდამცველებთან და სხვა აქტორებთან გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე.
მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ