საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდაზე

საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა – ლგბტ პროპაგანდაზე
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს არის უდიდესი გამოწვევების წინაშე. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა. ამ უდიდესმა პრობლემამ სამწუხაროდ ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია და გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, „დედა“ და „მამა“ არ უნდა იყოს, მხოლოდ „მშობელი“ უნდა იყოს ხსენებული და ა.შ. რაც არ უნდა მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან, თუ მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი და უკიდურესად და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ ბერლინის კინოფესტივალზე მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდიუსერო კომპანიის მიერ ნამუშევარი ფილმის მიერ ლგბტ ფილმების ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერია.
„ჩემი აზრით საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდის არდში, ან მხარდამჭერად შეიძლება იყოს. ამ შემთხვევასთან გვაქვს კონკრეტულად მოცემულ სიტუაციაში საქმე, ოჯახი, რომელიც აფინანსებს თავისი ფონდით ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმებს, რომელიც არა უფლებების დაცვას, ეს აბსოლუტურად გასამიჯნი თემაა და უნდა გავმიჯნოთ იმგვარად, რომ არავინ უნდა შეეხოს არანაირი უმცირესობის უფლებებს, არანაირი უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენ ყველამ ერთად თითოეული მათგანის უფლებები უნდა დავიცვათ ზედმიწევნით კარგად. თუმცა მეორე უდიდესი პრობლემაა, ის, რომ ლგბტ პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბებს იძენს და ოფიციალურ სტრუქტურებში შედის, არა მხოლოდ კინოების დონეზე, არა მხოლოდ შემოქმედებით დონეზე, არამედ ოფიციალურ სტრუქტურებში რომ ამ პროპაგანდამ შეაღწია ოფიციალური გადაწყვეტილებების სახით არის უკიდურესად შემაშფოთებელი და საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას თავისი საზოგადოება და მომავალი თაობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
Previous: ამერიკიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სახელით გამოგზავნილი მოლოცვები უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამას სტრატეგიული პარტნიორი არ აკეთებს

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი