“საქართველომ მიიღო აგრემანი…” – რაში უნდა დაარწმუნოს ელჩმა აშშ–ის ადმინისტრაცია?

ირაკლი მილანში, სადაც საკონსულოს გახსნას დაესწრო, ამბობს:
ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი – ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს” შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, საქართველოს ამერკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი წარმოადგეს.
რაც შეეხება სიტყვა აგრემანს, მას ფრანგული წარმომავლობა აქვს და მისი განმარტება ასეთია – აგრემანი – (თანხმობა) — სახელმწიფოს თანხმობა მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. აგრემანის გამოთხოვა გამოთხოვა და მიღება აუცილებლად წინ უსწრებს დიპლომატიური წარმომადგენელის დანიშვნას. ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკაში აგრემანი საჭიროა სამხედრო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ატაშეს დასანიშნავადაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება