საქართველომ თავად უნდა აირჩიოს გზა – მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრეზიდენტ სადმი გაგზავნილ წერილში წერს: „საქართველომ თავად უნდა აირჩიოს გზა“.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ“, – წერს პრეზიდენტი მაკრონი სალომე ზურაბიშვილს.
„იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს“, – ამბობს იგი.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა.
ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში“, – წერს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ „საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას“.
სალომე ზურაბიშვილმა 19 მაისს, – პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღების, საპროტესტო დემონსტრაციებსა და დასავლეთიდან ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის გამო უპრეცედენტო კრიტიკის ფონზე, – განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი 26 მაისისთვის თბილისში მოიწვია.
კვირას, 26 მაისს, დილის ათი საათიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები.
ახალწვეულებმა ფიცი დადეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მცხეთაში, სამთავროს ტაძართან, დიდგორის ველზე, გერგეტის სამებასთან, კაცხის სვეტთან და ბეთანიის მონასტერში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან