საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიეღო – ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

ხორვატიიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი ამბობს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი თქმით, დღეს ძალიან ნათელი და ფართო კონსენსუსი ვიხილეთ.
“პირველ რიგში, ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ივლისში ხორვატიას სტუმრობდა, სადაც შევთანხმდით, რომ საქართველოს ძალისხმევას ძლიერად დავუჭერდით მხარს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამაზე დღეს ძალიან ნათელი და ფართო კონსენსუსი ვიხილეთ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და წამახალისებელი გზავნილი იყო ქართველი ხალხისთვის, რომელსაც საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ამ პოზიტიურ სიახლესთან დაკავშირებით.
ჩემი მთავარი რჩევაა, გულმოდგინედ გააგრძელოთ მუშაობა ევროპულ გზაზე, რათა მიაღწიოთ იმ პოზიციას, რომელშიც დღეს და მოლდოვაა, ასევე წამახალისებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოსნია-ჰერცოგოვინაზეც,”- აცხადებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს