“საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით” – საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე – ესპანეთის დედაქალაქში ათამდე ტურისტული კომპანია და ტურიზმის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს ქვეყნის იმ ღირსშესანიშნაობებს აცნობს, რომლებიც უცხოელ ვიზიტორებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ტურისტული ლოკაციები ოთხივე სეზონისთვის – საქართველოს სტენდს, სადაც ვიზიტორებს ქვეყნის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობენ, FITUR 2024-ზე საპატიო ადგილი უჭირავს.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის საშუალება გამოფენაზე 130 ათასზე მეტს სტუმარს ექნება, რომლის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა უკვე გასტროკონგრესში მიიღებს მონაწილეობას, სადაც პროფესიონალი მზარეულები და მეღვინეები სტუმრებს ტრადიციულ ქართულ კერძებსა და უძველესი ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს შესთავაზებენ.
იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე უკეთ წარადგინოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეხვედრები საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო ტურისტული პლატფორმებთან, ავიაკომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან იმართება. FITUR-2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის პრეზიდენტსაც შეხვდა.
FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს. გამოფენაში 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე კომპანია მონაწილეობს.
“მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით” – ეს პოსტი საქართველოს მადრიდ ფუშენის ორგანიზატორებმა მიუძღვნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას