“საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით” – Madrid Fusión

Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“, – ვკითხულობთ პოსტში.
Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.
Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა