საქართველოზე ზეწოლა გაორმაგდება – ლევან მამალაძე

და ევროპა, კავკასიის რეგიონის დათმობას არ აპირებს და კონტროლის გაძლიერებას იწყებს! საქართველოზე ზეწოლა გაორმაგდება.”- წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.
“დასავლეთი პარტნიორობის ნაცვლად მორჩილებას ითხოვს ჩვენგან და გადატრიალებაზე აკეთებს აქცენტს! რუსეთის და ნატო-ს ბრძოლა ბირთვული იარაღის გამოყენებაში გადადის და ცოტახანში შესაძლებელია დიდი ომის გაჩაღების მომსწრენი გავხდეთ. წამყვანი ქვეყნები, მსოფლიოს ახალს არაფერს სთავაზობენ და ძალისმიერი წესრიგის დამყარებისთვის ქვისხანისეული მეთოდით სარგებლობენ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამბიციურ ქვეყანათა ლიდერებს ინტელექტის დიდი დეფიციtი აქვთ, სამწუხაროდ! ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს , რათა იმპერიათა ბრძოლის ასპარეზად არ ვიქცეთ. ჩვენი ამოცანაა ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, დავიჭიროთ ძალთა ბალანსი და გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ამას ყველა ფაქტორის გათვალიწინებით, გეგმაზომიერი მუშაობა და ხალხის კონსოლიდირება სჭირდება!”- წერს მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრისას საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მათ გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ “ქართულ ოცნებას”, რომ პატივი სცეს საზოგადოების სურვილს, ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში მთელი რეგიონის ხალხის სასარგებლოდ”. – ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს