საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა უფრო სისხლისგან დამცლელი იქნებოდა რუსეთისათვის, ვიდრე ბალტიისპირეთი, რადგან საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს ნატოს ვალდებულება, რაც არის ბალტიისპირეთის შემთხვევაში

საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნა უფრო სისხლისგან დამცლელი იქნებოდა სათვის, ვიდრე ბალტიისპირეთი, რადგან საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს ნატოს ვალდებულება, რაც არის ბალტიისპირეთის შემთხვევაში
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გააქტიურებული მსოფლიო პროცესების ნაწილად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ეუთოს რეზოლუციაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ ჩანაწერს, სადაც და ოსეთი საქართველოსგან განცალკევებულადაა მოხსენებული. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის არა გაუგებრობა და შემთხვევითობა, არამედ ში რეალურად დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პოლიტიკის ნაწილი. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მოშლილია სამართლებრივი წესრიგი და ყალიბდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც გავლენების სფეროების გადანაწილებისათვის დიდი სახელმწიფოები აქტიურობენ. ეს პოლიტიკა კი, მისი თქმით, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ინტერესებს ურტყამს. „არავითარი გაუგებრობა აქ არ არის. ეს არის იმ ბოლოდროინდელი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც გააქტიურებულია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ.
უფრო ზუსტად, უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის არის შეიარაღებული დაპირისპირება, რის გამოც მთელი მსოფლიო არის დაძაბული. მოშლილია სამართლებრივი წესრიგი, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება – დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ახალ-ახალ გამოწვევებს სთავაზობენ. თუმცა, ეს პოლიტიკა მძიმეა მცირე ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამ რეგიონის არა მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვართ, არამედ ვიმყოფებით გზაჯვარედინზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სამშვიდობო თვალსაზრისით. საქართველოს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საკმაოდ მძიმედ იყო გაწერილი, რამეთუ გლობალური მოთამაშეები ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის მოვლინებას ცდილობდნენ. ეს მცდელობა არ შენელებულა და საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ფაქტია, რომ უკრაინის ბრძოლის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს. აქ ორი ალტერნატივა იხილება – ერთი არის საქართველო და მეორე ბალტიისპირა ქვეყნები.
საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი ცხელი წერტილი უფრო მძიმე იქნება (ერთგვარი სისხლის დამცლელი ფუნქციით) რუსეთისათვის, ვიდრე ბალტიისპირეთი. საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს ნატოს ვალდებულებაც, რაც არსებობს ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში. ვალდებულება ნაკლებია, თუმცა სიმძიმე უფრო მეტი. ამიტომ, „უპირატესობა“ მეორე ფრონტის გახსნის სცენარში, საქართველოს უფრო მეტი აქვს და ამას ხვდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები. თქვენ ნახეთ, როცა არცთუ დიდი ხნის წინ თბილისის შუაგულ მოედანზე ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო წარმოდგენილი. ისინი სხვა კოლეგებთან ერთად გვახსენებდნენ, რომ თურმე უკრაინიზაცია ყოფილა უკეთესი პერსპექტივის საშუალება და ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ცხელი წერტილი იყოს საქართველოში. ასეთ შემთხვევაში ბალტიისპირეთი თავისუფლდება ამ როლისგან. ცხადია, ისინი თავიანთი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.